დღეს, 2 თებერვალს, ონლაინ ფორმატში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე – დეზინფორმაციის ზეგავლენა ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.
კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში ყველა ღონისძიება, რომელიც ადრე რეალურ სივრცეში იმართებოდა, ონლაინ პლატფორმაზე გადავიდა. ამიტომ დღეს, ზუმში ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე «დეზინფორმაცია და მისი უარყოფითი გავლენა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესზე». ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან (ომბუდსმენთან) არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მიერ.
ღონისძიება ტარდება “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNAG) მხარდაჭერით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ფინანსდება. შეხვედრას ესწრებოდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის, კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების რეგიონებიდან.
შეხვედრა გახსნეს ეთნიკური უმცირესობების საბჭოს კოორდინატორმა, კობა ჩოფლიანმა და USAID/საქართველოს – დემოკრატიის, უფლებების და მართვის ოფისის წარმომადგენელმა, თამარ სირბილაძემ.
დეზინფორმაციის, ანტიაღმოსავლური პროპაგანდის, დეზინფორმაციის წყაროებზე ” მედიასაშუალებების განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა, თამარ კინწურაშვილმა ისაუბრა. მარნეულის რადოს დირექტორმა ქვემო-ქართლის რეგიონში მომხდარ სიტუაციაზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, იქ დეზინფორმაციას თან ახლავს აგრესია და სტერეოტიპები, რომლებიც მკვეთრად იგრძნობოდა მთიანი ყარაბაღის ომის დროს, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მოუგვარებელ საკითხში და ე.წ კარტოგრაფების საქმეში. მან ასევე გაიხსენა ეთნიკურად აზერბაიჯანელების მისამართით ფონიჭალაში სომხურ სატვირთოზე თავდასხმის ფაქტი. დეზინფორმაციის მუტაცია და რეგიონალური მედიასაშუალებების პასუხისმგებლობა, რომლებიც ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ დეზინფორმაციისა და ტყუილის გავრცელების ინსტრუმენტები არ გახდნენ, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრმა, რიმა ღარიბიანმა ისაუბრა.
დისკუსიის დროს საუბარი შეეხო კორონავირუსის და ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას. საუბარი იყო ასევე, კომუნისტი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით დაპირისპირებაზე და მთიანი ყარაბაღის ომის დროს მსოფლიო ხიდების აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათებასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, ასევე, სხვა სახის მანიპულაციებზე, რასაც ვხვდებით და, რაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების აღქმის უნარზე უარყოფითად მოქმედებს.