სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ- 19-ს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 167 231 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 089 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 158 335-ია.