სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 891 შემთხვევა გამოვლინდა, 534 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 22 პაციენტი, კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 6 904 ტესტი ჩატარდა.

5 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 266 208 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 245 376 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 419 ადამიანი გარდაიცვალა. 1 220-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.