საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 343 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 700 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 307, ხოლო პისიარტესტით – 9 393.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,24 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,72 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 377 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 764 გამოჯანმრთელდა, 3 634 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 245, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 310 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 130 პირი.
ამასთან, 11 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 310 პაციენტი.