საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ სამთავრობო ვებსაიტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 738 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 16 პაციენტი, სულ 573 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამ დროისთვის გარდაცვლილია 12 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტი რჩება.