დღეს, 30 იანვარს, მხედართმთავარ სურბ (წმინდა) სარგისის საპატივცემლოდ დღესასწაული გაიმართა. ჯავახეთში ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა ღამის 12 საათისთვის სოფელ დილისკის ეკლესიაში მოსალოცად მიდის, რომელიც შეყვარებულების მფარველობის საპატივცემლოდ აღინიშნება. წელს მომლოცველებმა იქ სიარული უფრო ადრე დაიწყეს, ხოლო უმეტესობა, თითქოს შეთანხმებულივით, 29-ში საღამოს მივიდა, რათა კომენდატის საათამდე მოესწროთ.
ბევრს საღამოს მსახურება იზიდავდა, რადგან ახალგაზრდა ადამიანები ამაში, მისტიკას ხედავენ. ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, თანაკლასელები იკრიბებიან, მხიარულად ემზადებიან, თბილად იცვამენ, სანთლებს და სამხთოსთვის მტრედებს ყიდულობენ. ჯგუფებად იკრიბებიან და იმ დღის თემაზე ხუმრობენ, ხანდახან თოვლზე ეცემიან და დგებიან, ხმამაღალი საუბრით, 3 კმ-ს გადიან, რათა სოფელ დილისკაში მივიდნენ, სურბ სარგისის ეკლესიაში. ბევრს ჰგონია, რომ ზუსტად ღამის მომლოცველობა დაეხმარება მეორე ნახევრის პოვნაში. ბევრი ამ დღეს არაფერს ჭამს, ან მხოლოდ მარილიან ტორტილებს, წყალს არ სვამენ, რათა სიზმარში მეორე ნახევარი ნახონ, რომელიც წყალს მიაწვდის. მომლოცველობის შემდეგ, ახალგაზრდები მაშინვე წვებიან და წყურვილისგან ვერ იძინებენ, ხოლო ზოგი დაღლილობისგან ისე იძინებს, რომ სიზმარს ვერ ნახულობს. ხოლო ზოგს სიზმრის ნახვაში უმართლებს.
ჯავახეთის ტრადიციული მომლოცველობა წლეულს განსხვავებულად ჩატარდა. ხალხს დიდი ხნის და საინტერესო დროსტარებისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა. ასევე, მშვიდი სეირნობა გადაიდო. საჭიროა 21:00 საათისთვის სახლში დაბრუნება. 20:30 საათისთვის სოფელ დილისკაში საცობი წარმოიქმნა, რადგან მომლოცველების უმეტესობა ზუსტად ამ დროს ბრუნდებოდა შინ.
«უკანა გზაზე თითქმის მივრბოდით, რომ 21:00 საათისთვის სახლში ვყოფილიყავით. ყველა ამ მდგომარეობაში იყო. ბევრი მანქანით მოვიდა, მაგრამ საკმაოდ ბევრი მომლოცველი იყო ფეხით. ზოგადად წელს მეტი ხალხი ვნახე, ვიდრე ყოველ წელს»,- ყვება ახალგაზრდა მომლოცველი, რომელიც სურბ სარგისის ეკლესიაში 29 იანვრის საღამოს მივიდა.
ზოგმა ტაძარში მისვლა გადაწყვიტა დღეს, 30-ში. მაგრამ დღეს მასობრიობა არ შეიმჩნეოდა, რადგან ხალხი სხვადასხვა დროს მიდიოდა.
იყვნენ ადამიანები, რომლებიც წლეულს ტრადიციულ მომლოცველობაზე არ მივიდნენ. ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ადრე წმინდა სარგისის დღესასწაულზე ყოველთვის დადიოდა დილისკაში, ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურებაზე არც კი მივიდა.
«საღამოს ვერ მოვახერხეთ წასვლა, ხოლო დილით აზრი არ ჰქონდა თითქოს. უბრალოდ არ მინდოდა, როგორ ავხსნა, უკვე იმდენი ხანია სახლიდან არ გავსულვარ, რომ სურვილების შეგრძნება შემიჩერდა»,- თქვა ქალმა.
ხოლო ზოგიერთმა 5:00 საათზე მოილოცა.
სოფელ დილისკის სულიერმა მოძღვარმა და მიმდებარე სოფლების მღვდელმა, ტერ ტიგრან მხითარიანმა თქვა, რომ გუშინ შუადღის სამი საათიდან ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო, უბრალოდ მრევლი ტაძარში დიდხანს არ ჩერდებოდა, შედიოდნენ და გადიოდნენ. მისი თქმით, წელსაც საკმაოდ ბევრი მომლოცველი იყო.
«ხუთი საათიდან ტაძარში ვიყავი, იქაც ბევრი ხალხი იყო. არ ვიტყოდი, რომ წელს ხალხმრავლობა არ იყო, უბრალოდ ხალხი გუშინ, 15:00 საათიდან მოდიოდა ტაძარში, მეორე დღეს 5 საათიდან დაიწყო. მსახურების დროს და შემდეგ საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. ჩვენ მსახურება დილით ჩავატარეთ, ხოლო მარილიანი ტორტილები, ტრადიციისამებრ, პარასკევს, საღამოს დავარიგეთ»,- თქვა ტერ ტიგრან მხითარიანმა.
და ახლა, 30 იანვარს შუადღეს სოფელ დილისკაში სურბ სარგისის ეკლესიაში მომლოცველობა გრძელდება.
ამ დღესასწაულს, როგორც რელიგიური, ასევე, ტრადიციული საფუძველი აქვს. საეკლესიო და ეროვნული რწმენის შეთავსებით, ის სიყვარულის, იმედის და რწმენის დღე გახდა.