არფისა და არევიკს უყვართ ხატვა. Jnews-მა მხატვარ არევიკ ხრიმიანსა და ფოტოგრაფ არფი გაბრიელიანთან საუბრისას გაარკვია, რა საერთო და რა განსხვავებაა მათ შემოქმედებაში.

ახალქალაქელი, 15 წლის არევიკ ხრიმიანი სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. ხატავს 13 წლიდან, იმ პერიოდში სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობდა. ძირითადად ხატავს ქაღალდზე და ტილოზე, ტილოს შემთხვევაში ზეთის საღებავებს, ქაღალდის შემთხვევაში კი ფანქარსა და აკვარელს იყენებს.

MyCollages (2)

არევიკმა მონაწილეობა მიიღო Fiestaloniai Dali’s Mustache International Competition-ში და პირველი ადგილ ადგილზე გასულმა შესაბამისი პრიზიც მოიპოვა. მიიღო მიწვევა ესპანეთში გამართულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.

„ეპიდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩემს საქმიანობაზე, პირველ რიგში იმიტომ, რომ შეზღუდვების გამო ვერ მივიღე მონაწილეობა ფესტივალში. მაგრამ ამას დადებითი მხარეც აქვს, რადგან ახლა უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს ხატვისთვის, წიგნების კითხვისთვის, სხვადასხვა პროგრამების გასავლელად, როგორიცაა მათემატიკა და ინგლისური“, – ამბობს არევიკ ხრიმიანი.

ის დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროთი. მიაჩნია, რომ საკუთარ განვითარებაზე ბევრი უნდა იმუშაო, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია უფრო პროფესიონალური და ღრმა შინაარსის ნახატების შექმნა. ბევრი მოსაზრების საწინააღმდეგოდ, არევიკი მიიჩნევს, რომ ახალქალაქის განვითარებისთვის ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს.

„ადამიანს, რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს სურვილი, მოტივი და ერთგვარი მხარდაჭერა, ჩემს შემთხვევაში ეს მხარდაჭერა ჩემი მშობლები არიან“, – აღნიშნავს არევიკი.

მას არ ეშინია ცუდი მოსაზრებების, პირიქით, ხატვა ეხმარება ცუდი აზრებისგან თავის დაღწევაში.

MyCollages (3)

არფიც ქმნის, მაგრამ კამერით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიიჩნევს, რომ ეს იოლი საქმეა – დღის განმავლობაში ათობით ფოტოს გადაღება, მათი სოციალურ ქსელებში გამოსაქვეყნებლად დამუშავება, მაინც რთული საქმეა, რომელიც პროფესიონალიზმს, პროფესიონალურ მიდგომას საჭიროებს.

არფი გაბრიელიანს ახალქალაქში ბევრი იცნობს. ბავშვობა სოფელ კუმურდოში გაატარა, მაგრამ 10 წლის ასაკში მშობლებმა უკეთესი ცხოვრების იმედით რუსეთში გადასვლა გადაწყვიტეს. 1999 წლიდან 2013 წლამდე ცხოვრობდა რუსეთში, სადაც მიიღო განათლება, მაგრამ მის მოგონებებში ყოველთვის იყო დაბადების ადგილი, მთები, მშობლიური მიწის ფერები.

„ყოველთვის ვვიხსენებდი, როგორ ვუყურებდით მე და ბაბუა მზის ჩასვლას, რომელიც ძალიან ლამაზი იყო ჩვენი სახლის ფანჯრიდან. მთელი ეს მოგონებები სახლში მეძახდა. როდესაც ჩვენი ახლობლები მიგზავნიდნენ ფოტოებს, საათობით ვუყურებდი მთებს, წარმოვიდგენდი, როგორ ვიღებდი მათ, წარმოვიდგენდი ამ ფოტოების კომპოზიციას, სინათლეს და ა.შ. ”

gumburdo

2008 წელს, დიდი ხნის შემდეგ, არფი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. მან დაიწყო ყველაფრის გადაღება, რაც ლამაზად ეჩვენებოდა, მწერებიდან მთებამდე და სწორედ მაშინ გაიღვიძა მასში ფოტოგრაფიის სურვილმა. თავიდან ჰობი იყო, მაგრამ 2014 წლიდან ეკატერინბურგში ფოტოგრაფიის სერიოზულად შესწავლა დაიწყო.

„მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ ამ მიმართულებით მინდოდა მუშაობა, სწავლა გავაგრძელე. როგორც ყველა, თავიდან მეც არ ვიღებდი კარგ სურათებს, ბევრჯერ ვიღებდი უფასოდ, ძალიან რთული გადაღებები მქონდა. ახლა ფოტოგრაფია ჩემი მთავარი საქმეა, ძალიან მიხარია, რომ ფოტოგრაფია ავირჩიე, დარწმუნებული ვარ, არ შევმცდარვარ. მუშაობისას ვისვენებ და ვიღებ დადებით ენერგიას. ჩემთვის ყოველი გადაღება დაუვიწყარი დღეა, ჯავახეთში ყოველი ვიზიტი კი, საყვარელი დასვენება, დაუვიწყარი მოგზაურობაა“, – ამბობს არფი.

arpii nkar

არფი ფოტოებს ძირითადად ღია ცის ქვეშ ბუნებრივ შუქზე იღებს. მისი ფოტოების 80% მზის ჩასვლისას არის გადაღებული.

„ჯავახეთში საყვარელი ადგილი მაქვს, სადაც ყველაზე მეტად მიყვარს სურათების გადაღება, ჩემი ნახატების ბევრ გმირსაც ურჩევნია იქ გადაღება, ეს ჩვენს სოფელშია. არის ერთი ფერდობი, საიდანაც იშლება მდინარე მტკვრის ხეობის უმშვენიერესი ხედი. მზე სწორედ ამ კლდეების უკან ჩადის. ეს დაუვიწყარი სანახაობაა, როდესაც მზე ჰორიზონტს ეხება, იწყება, რაღაც წარმოუდგენელი და ჯადოსნური, ყველაფერი გარდაიქმნება, ანათებს თბილ სხივებში – მთებიდან ბალახამდე. ყველა, ვინც ჩემთან ერთად დადის, აღფრთოვანებულია რელიეფით, მთებითა და მზის ჩასვლებით“, – ამბობს არფი.

 

MyCollages (4)

რაც შეეხება შეზღუდვებს, ამან დიდად არ იმოქმედა არფის შემოქმედებაზე, რადგან მისი იდეები ადვილად განსახორციელებელია ღია სივრცეებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯავახეთში უამრავი რესურსია მთების, ტბების და ბაღების ლამაზი სურათების მისაღებად.

ჩვენი ორივე გმირი თვლის, რომ ახალქალაქში ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, ბევრი იდეა შეიძლება განხორციელდეს. უბრალოდ საჭიროა სურვილი და მონდომება.

 

ლიდა ალმასიანი