დღეს, ძველი თბილისის წმინდა გევორგის სომხური ეკლესიის ეზოში ხალხმრავლობა იყო, საკვირაო ლიტურგიის შემდეგ ეზოში წირვა გაიმართა.
Jnews-ი მარიანა უტმაზიანს ესაუბრა, რომელიც იქ მყოფებს გაუმასპინძლდა.
„ყოველ კვირას, ლიტურგიის შემდეგ, ტარდება კურთხევა, ამ ეკლესიაში მოსულ ან აქ მცხოვრებ სომხებთან კომუნიკაციის, მათი გაცნობის შესაძლებლობა იქმნება. ბუნებრივია, სომხების გარდა, აქ ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ჩამოდის. ეს კერძი დედაჩემის, აიდა უტმაზიანის მომზადებულია, ბევრი მზადაა ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს, კერძების მომზადებაშიც კი ეხმარებიან“.
სურბ გევორგის ეკლესია მე-13 საუკუნეში აშენდა. ეკლესიის წინ დიდი სომეხი პოეტი-კომპოზიტორის, საიათ-ნოვას საფლავია.
ტაძარი 2013-2015 წლებში აღადგინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, უწმინდესის ეპისკოპოს ტერ ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით, ცნობილი ბიზნესმენების, რუბენ ვარდანიანის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ქველმოქმედთა დახმარებით.
ხოლო 2015 წლის 31 ოქტომბერს, უწმიდესი პატრიარქისა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის თაოსნობით, თბილისის წმინდა გევორქის სახელობის ტაძარი ხელახლა აკურთხეს.
1957 წელს, წმინდა გევორქის ეკლესიის ეზოში 4 ცნობილი სომეხი გენერლის – მიქაელ ლორის-მელიკოვის, არშაკ ტერ-გუკასოვის, ივან ლაზარევის, ბეიბუტ შელკოვნიკოვის ნეშტები გადაასვენეს.
ლიდა ალმასიანი