დღეს, 27 იანვარს, დილის 10:00 საათზე, თვითმკვლელობის მიზნით, ახალგაზრდა ქალი ახალქალაქის ყოფილი N1 სამხედრო ქალაქის ხიდიდან გადახტა.

22

თვითმხილველების თქმით, ქალი ჯერ ჩამოჯდა, შემდეგ წყლის მილზე შედგა და მაშინვე გადახტა. ქალი საშუალო ასაკისაა, სრული აღნაგობის. მოქალაქეებმა, რომლებიც მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ქალი უკვე მკვდარი იყო.

444

ამ დროისთვის, პოლიცია და სასწრაფო დახმარება ადგილზე იმყოფებიან. ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. შსს-მ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის (თვითმკვლელობამდე მიყვანა) საფუძველზე აღძრა.