პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაას თქმით, როგორც კი, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება , ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.
როგორც , გიორგი გახარიამ დღეს, 26 იანვარს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, შემდგომი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის რა თქმა უნდა განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა.
„ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და, როგორც კი, მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.