ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2-ზე კონტაქტების მოძიება გრძელდება, 4-ის წყარო არის ლენეჯერი, 6-ის კონტაქტები, სამი პაციენტი არის შემოტანლი შემთხვევა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს.
„240 პაციენტიდან კვლავ რჩება 6 კრიტიკული პაციენტი, 23 მძიმე პაციენტია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1385 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1118-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.