დღეს, 16 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ის 1,264 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS– ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე – ჯავახეთში, აქედან 24 – ახალციხეში, 8 – ადიგენში, 2 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 2 – ნინოწმინდაში, 1 – ასპინძაში. 20 – ბორჯომში.
საერთო ჯამში, რეგიონში 1460 ადამიანია იზოლირებულია, აქედან 626 – ახალციხეში, 127 – ახალქალაქში, 229 – ბორჯომში, 86 – ნინოწმინდაში, 127 – ასპინძაში და 265 – ადიგენში.
საკარანტინო ზონებში 303 ადამიანი რჩება, აქედან 75 – ახალციხეში და 228 – ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ინფექციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, რეგიონში 204 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.