სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 58-ით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი რვით გაიზარდა.
25 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ აღრიცხულია ინფიცირების 166 094 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 047-ს შეადგენს.
რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ დადასტურებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზი სხვა თანხმლები დაავადება გახდა, ასეთი პაციენტების რაოდენობა 753-ს აღწევს.