სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 166 036 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 039 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 154 708-ს შეადგენს.