საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 193 -ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 3 695 შეადგენს. კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1 534-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 4988 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი რჩება.
ქვეყანაში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 იყო, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.