22-23 თებერვალს ქალაქ ახალციხეში 8 წლამდე ბიჭებსა და 12 წლამდე გოგონებს შორის სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა. ახალქალაქიდან ტიგრან ჩახალიანმა პირველი ადგილი დაიმსახურა.
ჩემპიონატში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან 47-მა მონაწილემ მიიღო. ჩემპიონატი შვედური სისტემით, 7 ტურად მიმდინარეობდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო ხუთმა მოჭადრაკემ, 8 წლამდე ორმა ბიჭმა და 12 წლამდე სამმა გოგონამ.
ბიჭებს შორის პირველი ადგილი ახალქალაქის ჭადრაკის სკოლის მოსწავლემ ტიგრან ჩახალიანმა დაიმსახურა. ამავე სკოლის მოსწავლემ ნაირი საარიანმა კი, მე-4 ადგილი დაიკავა.
გოგოებიდან ერთმა მეოთხე ადგილი დაიმსახურა.
ჭადრაკის სკოლის დირექტორის ვაჰან სოგომონიანის თქმით, ახალქალაქის მოჭადრაკეებს მუდამ კარგი შედეგი აქვთ. ის იმედოვნებეს, რომ მომავალშიც ასე იქნება. გამარჯვებულები დოპლომებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.
აღნიშნულ შეჯიბრში გამარჯვებულებს საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონატის პირველ ლიგაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.