საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1,143 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი; ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 11,155 ტესტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ჩატარდა 11,155 ტესტი, აქედან 6,758 ანტიგენის და 4,397 PCR, – ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსული ინფექციის 1,143 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 239,229. ბოლო დღის განმავლობაში 617 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 225,335-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, საქართველოში სულ 2,773 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს.
დღეში კორონავირუსის 1,143 ახალი შემთხვევიდან დაფიქსირდა, აქედან:
488 თბილისში,
აჭარაში – 88,
იმერეთში – 143,
ქვემო ქართლში – 73,
შიდა ქართლში – 64,
გურიაში – 23,
სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 138,
კახეთში – 58,
მცხეთა-მთიანეთში – 51,
სამცხე-ჯავახეთში – 16,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 11 095 აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოებში 3 894 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის:
1864 თბილისში,
371 აჭარაში,
730 იმერეთში.
837 მძიმე პაციენტია, მათ შორის:
თბილისში – 376,
აჭარაში – 72,
იმერეთში – 198.
აქედან გამომდინარე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 261 ადამიანი იმყოფება, მათ შორის:
თბილისში – 167,
აჭარაში – 10,
იმერეთში – 34.
კოვიდსასტუმროებში 746 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის:
თბილისში 220,
აჭარაში 459
იმერეთში 24.
6455 ადამიანი მკურნალობს სახლში. საკარანტინე სივრცეში 452 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 197 თბილისში, 44 აჭარაში და 8 იმერეთში.
ამ ეტაპზე 23 097 ადამიანი იმყოფება იზოლაციაში, აქედან 13 425 თბილისში, 1,942 აჭარაში და 2,552 იმერეთში.