ახალი წლის ღამეს ახალციხის მუნიციპალიტეტში ლეკვი დაიბადა მწვანე ბეწვით.
მწვანე ლეკვები ძალიან იშვიათია. მეცნიერები მათ გარეგნობას ხსნიან ძაღლის პლაცენტაში ბილივერდინის მაღალი შემცველობით. ასეთი შემთხვევები მანამდე დაფიქსირდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში, ახლა კი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში.
ძაღლის პატრონმა ლეკვს გრინჩი დაარქვა. მასთან ერთად კიდევ ექვსი ლეკვი დაიბადა, მაგრამ ისინი ყველა ჩვეულებრივი ფერისაა.
თბილისის ზოოპარკი უკვე დაინტერესებულია მწვანე ლეკვით, მაგრამ მფლობელები არ აპირებენ გრინჩთან განშორებას.
”ჩემი ძაღლი უკვე მეხუთე წელია ლეკვებს ყრის. ამჯერად, 31 დეკემბრის საღამოს, მას შვიდი ლეკვი შეეძინა, ერთი მათგანი მწვანეა. ძალიან გაგვიკვირდა. ვფიქრობ, საქართველოში ასეთი ძაღლები არ არსებობს. ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ ის, გავზარდოთ და არ გავყიდით, არც გავაჩუქებთ. ვიმედოვნებთ, რომ ლეკვი თავის უჩვეულო ფერს არ შეცვლის,” – განუცხადეს ჟურნალისტებს ძაღლის პატრონებმა, ბესო მესარქიშვილმა და გვანცა აგლემაშვილმა.
წყარო: Новости Грузия