30 დეკემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. მინისტრმა აივაზიანმა კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა.
მინისტრები შეეხნენ ორმხრივი და რეგიონული საკითხების დღის წესრიგს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან იმოქმედონ ურთიერთობების განმტკიცებისთვის, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებზე, მათ შორის სხვადასხვა დონეზე კონტაქტებისა და დიალოგის გაღრმავების პერპექტივებზე ისაუბრეს.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.