ახალქალაქის მერიის სოციალურ პაკეტში ცვლილებები შევიდა. საბოლოოდ 82900 ლარი სოციალური პროგრამის ბენეფიციარების ერთჯერადი დახმარებისთვის განისაზღვრა, რომელსაც ოჯახები კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში მიიღებენ.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყვნენ სოციალური პროგრამების ის ბენეფიციარები, რომლებიც ხელისუფლების სოციალურ ანტიკრიზისულ პროგრამაში არ იყვნენ გათვალისწინებულნი. მაგალითად, ობლები, რომლებსაც ერთი მშობელი არ ჰყავთ, ასევე, ლტოლვილები, ვეტერანები, 100 წელზე უფროსი ადამიანები.
ერთჯერადი დახმარება მიიღეს:
– ვეტერანებმა – 500 ლარი
– 100 წელზე მეტი ასაკის ადამიანებმა – 500 ლარი
– ლტოლვილებმა – 200 ლარი
– ობლებმა (რომლებმაც ორივე, ან ერთადერთი მშობელი დაკარგეს) – 1000 ლარი.
– მრავალშვილიანმა ოჯახებმა – 300 ლარი
– ნახევრად ობლებმა – 200 ლარი
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა – 200 ლარი.
ნახევრად ობლები ძირითადად არ არიან ჩართულნი სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში, ახალქალაქის მერიამ გადაწყვიტა პირველად ჩართოს ისინიც. 129 ოჯახიდან 173 ნახევრად ობოლმა ბავშვმა მიიღო დახმარება.
2020 წლის განმავლობაში, ახალქალაქის სოციალურ პაკეტში ეს მეორე ცვლილებაა, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობით არის გამოწვეული. 2020 წლის ივნისში 418 გაჭირვებულმა ოჯახმა მერიისგან 1 ტომარა (50 კგ) ფქვილი მიიღო.