დღეს, 29 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19 ინფექციის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 932 შემთხვევა ვლინდება, მათ შორის 311 ახალქალაქში და 134 ნინოწმინდაში.
სამცხე – ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენლის, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე – ჯავახეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
3 – ახალციხეში
9 – ადიგენში
2 – ახალქალაქში
10 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაში
4 – ასპინძაში
საერთო ჯამში, რეგიონში 503 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 185,
ახალქალაქი – 82,
ბორჯომი – 129,
ნინოწმინდა – 3,
ასპინძა – 40,
ადიგენი – 64.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 118 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსის შედეგად სიკვდილის შემთხვევა დღეისათვის არ დაფიქსირებულა.
რეგიონში სულ 3 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 41 გარდაიცვალა.
ამ დროისათვის 3 ადამიანის ტესტის შედეგებს ელოდებიან. გამოვლენილია 36 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა.