კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი მოვლენის გაგება და აღქმა კარდინალურად შეიცვალა. ასევე, შეიცვალა სკოლის კლასიკური გაკვეთილები. სასკოლო განათლებას კარანტინის პირობებში, როგორც მიიღებენ ახალქალაქელი ბავშვები, ამის შესახებ, Jnews -ი სახლიდან გაუსვლელად გიამბობთ.
როდესაც საქართველოში დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების გატარება, პირველ რიგში, მოსწავლეებს გაუხარდათ, რადგან 2-კვირიანი საგაზაფხულო არდადეგები გაგრძელდა. თუმცა, სულ მალე, არდადეგები უსიამოვნო გახდა. თავიდან გაურკვევლობა, სწავლების ახალი სისტემა, ზოგიერთი მოსწავლე უკვე შეეჩვია ონლაინ გაკვეთილებს, ზოგს ჯერ კიდევ თამაში ჰგონია. მშობლები და მასწავლებლები პანიკაში არიან, რადგან ყველას არ ესმოდა ამის რეალიზება, როგორ მოხერხდებოდა. თავიდან მოიძებნა ონლაინ-პლატფორმა, რის საშუალებითაც მოსწავლეები გაკვეთილებში მიიღებდნენ მონაწილეობას, ბევრმა დაიწყო Zoom-ის გამოყენება, თუმცა მალე გაიცა ბრძანება, რომ სკოლები ონლაინ გაკვეთილების სხვა პლატფორმაზე – Microsoft Teams-ზე გადავიდნენ.
ონლაინ-გაკვეთილების პარალელურად, ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ტელე-გაკვეთილები საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხზე” მოისმინონ. ყველა კლასს საკუთარი დრო აქვს.
განათლების სამინისტროში, პროექტის დასაწყისშივე განაცხადეს, რომ ტელე-გაკვეთილები სომხური და აზერბაიჯანული სკოლებისთვისც იქნებოდა, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი საგანი “ქართული, როგორც მეორე ენა” ტრანსლირდება, კვირაში ერთხელ, 1 საათი ყველა დონისთვის.
Jnews-მა გადაიღო, თუ სკოლის გაკვეთილებს, როგორ მეცადინეობენ ახალქალაქელი ბავშვები სახლიდან გაუსვლელად. დღეს, ყველა უნდა მოერგოს მსოფლიოს პანდემიის ნაკარნახევ პირობებს.