სომხეთში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 158296-მდე გაიზარდა, იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 28 დეკემბრის მონაცემებით, ასეთი შემთხვევა 157 948 იყო, ამრიგად, დღეში ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სომხეთში კორონავირუსის გართულებებით 2 797 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 22 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა, 676-ია (პლუს 2 ბოლო დღის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 140 942 ადამიანია. 13 881 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 587 540.