ერევანში ათეულობით მოქალაქემ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით “ზვარტნოცის” აეროპორტში მიმავალი გზა გადაკეტა. თავიდან დემონსტრატორებმა წუთიერი დუმილით ყარაბაღში ერთ-ერთი დაღუპული სამხედრო პირის ხსოვნას მიაგეს პატივი. აქციასთან მახლობლად ომში დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი იმართებოდა.

ადგილზე მობილეზებულმა პოლიციელებმა მოუწოდეს დემონსტრანტებს გაეხსნათ გზა, და რამდენიმე წუთის შემდეგ დემონსტრაციის მონაწილეები საველე ნაწილის გახსნას დასთანხმდნენ.

“ჩვენ პროტესტს იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე მოღალატე და მისი ჯგუფი ვერ მიხვდებიან, რომ სამშობლოს ნაწილი დაკარგეს, არცახი დაკარგეს, და ახლა კი საფრთხეში სომხეთის საზღვრებია. ხელისუფლება მთელი შემადგენლობით უნდა გადადგეს, ახალი ხალხი უნდა მოვიდეს, ვისაც მოლაპარაკებების წარმოება და იმის შენარჩუნება შეეძლებათ, რაც დაგვრჩა”,- თქვა ერთ-ერთმა დემონსტრატორმა.

მისივე თქმით, არიან მოქალაქეები, რომლებსაც ფაშინიანის სჯერათ, რომ მას დადებითი ცვლილებების მოხდენის შესაძლებლობა აქვს.

“მაგრამ ამასთანავე ბევრი გამოფხიზლდა და ბოლო 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში მომხდარის სიცრუეს მიხვდა”,- თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრიდან ერევანში აქციები იმართება და ფაშინიანის თანამდებობის დატოვებას უწოდებს. აქციის ძირითადი ორგანიზატორებია- სომხეთის რევოლუციური ფედერაცია პარტია “დაშნაკცუთიუნ” და “აყვავებული სომხეთი”. პერიოდულად აქტივისტები სხვადასხვა ქუჩას კეტავენ.