სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 425 შემთხვევა გამოვლინდა, 714 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 964 ტესტი ჩატარდა.
6 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 218 325 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 202 273 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 192 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 032 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.