ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ პარტიების დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე განკარგულება გასცა.
“2020 წლის 4 დეკემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების მოცულობა განკარგულების თანახმად განისაზღვრება”, – აღნიშნულია თამარ ჟვანიას ბრძანებაში.
განკარგულებიდან ჩანს, რომ პარტია “ქართული ოცნება” წლის განმავლობაში ხუთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც დაფინანსება მოითხოვეს, მიუხედავად ბოიკოტისა, წელიწადში შვიდ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ.
რაც შეეხება განკარგულებაში მითითებულ სპეციალურ ზომებს წლის განმავლობაში შემდეგნაირად იყო განაწილებული:
«ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო» – 5 140 020.00
«ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» – 2 199 635.00
«მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის» – 240 000.00
«პროგრესი და თავისუფლება» – 12 000.00
«საქართველოს რესპუბლიკური პარტია» – 204 000.00
«ევროპული დემოკრატები» – 460 000.00
«გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი» – 939 925.35
«კანონი და სამართლიანობა» – 104 436.15
«ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის» – 1 124 409.00
«ლელო საქართველოსთვის» – 803 560.00
«საქართველოს პატრიოტთა ალიანსი» – 1 043 120.00
«საქართველოს ლეიბორისტული პარტია» – 289 710.00
აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს – “გირჩსა” და ალეკო ელისაშვილის “მოქალაქენს” საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავთ.