პარტია “ქართული ოცნების” პროპორციული სიის წევრი, სუმბატ კიურეგიანი აცხადებს, რომ ნინოწმინდაში, №18.41.02 ოლქში მომხდარი შემთხვევა ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციას წარმოადგენს.
“ეს არარატი – ძალიან გაუნათლებელი ადამიანია, მან ძალიან კარგად იცის, რომ თითოეულ კანდიდატს, თითოეულ პარტიას აქვს “კარდაკარის” სია, ეს არის კანონიერი სია, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვმუშაობთ. ეს სია ჰქონდათ აგიტატორებს, ამით ისინი აქტიურობას ამოწმებდნენ, რაც კანონიერია. ის მუდამ პროვოკაციაზე ფიქრობს”, – განაცხადა JNEWS-თან საუბრისას სუმბატ კიურეგიანმა.
მისი თქმით, საერთო ჯამში ნინოწმინდაში არჩევნებმა მშვიდად და დემოკრატიულად ჩაიარა.
“ჩვენი მხრიდან, ჩვენ მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებზე ვმუშაობთ, უბრალოდ ჩვენი ოპონენტები, რომლებსაც წაგება არ უნდათ, ადგილს ვერ პოულობენ და პროვოკაციებს მიმართავენ. მესმის, რომ ასეთი არჩევნები, ალბათ, აღარ იქნება, ძალიან დემოკრატიული არჩევნებია”, – კომენტარს აკეთებს ის.