5 აგვისტოს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ გააკეთა განცხადება, რომელშიც ადანაშაულებდა ხელისუფლებას თავისი პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატებზე ზეწოლაში, რის გამოც, განცხადების თანახმად, სხვებთან ერთად ლორანდ ეზოიანმაც უარი თქვა ახალქალაქში კანდიდატობაზე.
პარტიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კანდიდატებს მმართველი პარტია და სპეცსამსახურები ზეწოლას ახდენენ. Jnews-ი ესაუბრა ერთ – ერთ უარის მთქმელ კანდიდატს, ლორანდ ეზოიანს.
«მე თავდაპირველად მინდოდა ერთ პარტიაში შესვლა და დეპუტატობა. ელისაშვილის პარტიაში შესვლა მინდოდა. ეს პარტია იყო ყველაზე მოსახერხებელი, რადგან ის თანამშრომლობდა ოცნებასთან (რედაქ. ქართული ოცნება). მაგრამ მათ მომატყუეს, კონტაქტები მომცეს, შეტყობინებები გამოგვიგზავნეს, ბოლო დღეები მოვიდა, ველოდები, არაფერი არ არის. გახარიას პარტიაში მყავს ნაცნობი ბიჭები, მათ ვუთხარი. მაშინ გახარიას პარტია არ იყო აქ, ისინი ახლახან გამოჩნდნენ. მე მინდოდა დეპუტატი გავმხდარვიყავი, ტრიბუნა რომ მქონოდა. მე ძალიან მიყვარს პოლიტიკა, პოლიტიკა მათზე უკეთესად მესმის»,- ამბობს ის თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მას სურდა გაწევრიანებულიყო ჯერ მმართველ პარტიაში, შემდეგ კი ყოფილი პრემიერ – მინისტრის პარტიაში, ლორანდ ეზოიანის თქმით, იმაში მდგომარეობდა რომ ის ნეგატივს გრძნობს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პიროვნებისადმი და, შესაბამისად, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი».
«მე მინდოდა «ნაციონალების» წინააღმდეგ ვყოფილიყავი. დანარჩენები ამდენ ხმას ვერ იღებენ. მე არ ვარ ივანიშვილის წინააღმდეგი. მინდოდა კანდიდატად დარეგისტრირებულიყავი, მაგრამ აუტსაიტად აღმოვჩნდი»,-ამბობს ის.
მან გადაწყვიტა კანდიდატი გამხდარიყო «საქართველოსთვის» პარტიის მხრიდან, რადგან ფიქრობდა, რომ ეს პარტია არ იყო ოპოზიციური.
«მე პატივს ვცემ გახარიას დიდი საქმისთვის. გახარიას გარეშე, ისინი ალბათ ამდენ ხმას ვერ მოიპოვებდნენ. მეგონა, რომ გახარია ივანიშვილთან ალიანსშია. ბიჭებმა მითხრეს, რომ ის არის ოპოზიციური ძალა, მთავარი ის, რომ ის არის «ოცნების» მტერი, ივანიშვილის. კონკრეტულად ვინ თქვა, საჭირო არ არის ამის თქმა. ესენი იყვნენ ოცნების ბიჭები. პლუს მან მოაწყო შეხვედრა მელიასთან. როგორ შეეძლო მასთან შეხვედრა? თუ გახარია ოცნების წინააღმდეგია, მე არ გავყიდი ოცნებას. «ოცნების» კაცი ვარ მე. მე ამდენი წელია ვიბრძვი მათთვის. მართალია, მე ამისთვის არაფერი მიმიღია, მაგრამ მე მათ ვერ გავყიდი. მე მინდოდა დეპუტატი ვყოფილიყავი გახარიას პარტიიდან და ოცნებას დავხმარებოდი. ისინი არ არიან ჩვენი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები. მათ არ ესმით, რომ თუ მე შევედი, ეს არ არის თქვენი გაყიდვის მიზნით, მე ვიქნები დეპუტატი, გავხდები თქვენი მხარდამჭერი. მე რომ მცოდნოდა, რომ გახარია იყო მელიასთან ან სააკაშვილთან ერთად, არც ვიფიქრებდი იქ შესვლას».
ბრიფინგზე ზეწოლის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, ლორანდ ეზოიანმა თქვა: “იყო სხვა კითხვებიც. გარკვეული კითხვები ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, პირადი”.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩანაწერის გარეშე, «საქართველოსთვის» პარტიის ყოფილმა კანდიდატმა აღიარა სპეცსამსახურების მხრიდან მასზე ზეწოლის შესახებ. ასევე აღვნიშნავთ, რომ ლორანდ ეზოიანის სიძე არის ბიზნესმენი, სადღესასწაულო დარბაზის მფლობელი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც დააჯარიმეს კოვიდ რეგულაციის დარღვევის გამო. მისი რესტორანი დალუქული იყო, იმისდა მიუხედავად, რომ მეზობელ ქალაქ ნინოწმინდაში საბანკეტო დარბაზები აგრძელებდნენ საქორწილო და დაკრძალვის ტრაპეზს.