აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში სამხედრო აღლუმზე სომხეთის წინააღმდეგ თავისი ტერიტორიული პრეტენზიები გამოაცხადა.
როგორც “არმენპრესი” იტყობინება, მან აღნიშნა, რომ ზანგეზური და ერევანი ისტორიულად აზერბაიჯანის ტერიტორიებია.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ “აზერბაიჯანელი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე, რომლებიც ახლა სომხეთის რესპუბლიკაშია და შემდეგ აზერბაიჯანელები თავიანთი ისტორიული მიწებიდან განდევნეს”.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მრავალი წლის პრეტენზიების შემდეგ, ახლა აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკის მილიტარისტული კურსი მიმართულია სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრებისკენ.
აღსანიშნავია, რომ ბაქოში, აღლუმში მონაწილეობა მიიღო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც, რომელიც ყარაბაღის წინააღმდეგ ომში აზერბაიჯანს ღია პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას უწევდა.