დღეს, 5 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში, COVID-19 ინფექციის 2 726 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 229 ახალქალაქში და 126 ნინოწმინდაში.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, აქედან 21 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 16 – ადიგენში, 4 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 52 – ბორჯომში, 3 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 9 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 1 522 ადამიანია იზოლირებული, აქედან 545 – ახალციხეში, 128 – ახალქალაქში, 394 – ბორჯომში, 26 – ნინოწმინდაში, 150 – ასპინძაში და 279 – ადიგენში.
საკარანტინო ზონებში 300 ადამიანი რჩება, აქედან 47 ახალციხეში, ხოლო 253 ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
12 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, რეგიონში 1013 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ტესტის პასუხს სავარაუდოდ, 94 მოქალაქე ელოდება.