საქართველოში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 904 გამოჯანმრთელდა, 1 425 კი გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 51 262 პირი.
6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 899 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 13 779 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 947 ადამიანი.