17 თებერვალს, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალქალაქის მკვიდრი გ.ი. 1 წლიანი პირობითი სასჯელით და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმით გასამართლდა, რადგან მან 2019 წლის დეკემბერში «პატარძლის მოტაცების» ფაქტი დაფარა.
ახალქალაქის რაიონულ სასამართლომ გაგვიმარტა, რომ საქართველოს კანონით დანაშაულის დაფარვა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მიხედვით ისჯება- «დანაშაულის დაფარვა».
გ.ი. 2019 წლის დეკემბერში მოტაცებული პატარძალი და გამტაცებელი თავისთან მიიღო, ცდილობდა გოგონა დაერწმუნებინა ცოლად გაყოლოდა გამტაცებელს.
მზგავსი საქციელი ახალქალაქის საზოგადოებისათვის განიხილება, როგორც ოჯახის შექმნის მცდელობა და დანაშაულად არ აღიქმება. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა პატარძლის მოტაცებას განიხილავს როგორც დანაშაულს- «უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა», თუნდაც ეს ოჯახის შექმნის მიზნით იყოს განხორციელებული, ხოლო იმას ვინც აღნიშნული ფაქტი დაფარა, პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს.
გ.ი. გაასამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით, «გათვალისწინებული დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად», რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე ისჯება. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით საპროცესო შეთანხმება შედგა და სასჯელი პირობითი სასჯელისა და ჯარიმის სახით დაინიშნა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც «პატარძლის მოტაცების» დაფარვის გამო ადამიანი დაისაჯა, ადრე «მფარველებს» პასუხისმგებლობის წინაშე არ აყენებდნენ.
აღნიშნული «მოტაცება» 2019 წლის დეკემბერში მოხდა. გამტაცებელი ახალგაზრდა ბიჭები დაისაჯნენ «უკანონო თავისუფლების აღკვეთისათვის», წინასწარი პატიმრობის დასრულების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. სხვადასხვა მონაწილეს პირობითი სასჯელი და ჯარიმა განსხვავებულად დაეკისრა.
«პატარძლის მოტაცება»- ჯავახეთში ორაზროვანი საკითხია. 2004 წლიდან ეს ქმედება განიხილება როგორც დანაშაული, უკანონო თავისუფლების აღკვეთა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით. ადრე მსხვერპლი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი გოგონა და შესაძლებელი იყო სრულიად უცნობ ადამიანს მოეტაცა ის. მას შემდეგ, რაც მზგავსი ქმედებების დასჯა დაიწყეს, აღნიშნული დანაშაულის რაოდენობა თანდათან შემცირდა.
ქალაქ ახალქალაქში ძირითადად არ იტაცებენ. აქ იტაცებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნებულნი არიან, რომ გოგო თანახმაა და არ გაასაჩივრებს. სოფლებში «კავკასირუი ტრადიცია» ისევ გრძელდება და ხშირად კანონდამცველები ამის შესახებ ვერ იგებენ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში გოგონები თანახმა არ არიან გაყვენ ცოლად იმას ვინც მოიტაცა. შემდეგ იწყება მათი მშობლების მხრიდან გასაჩივრების პროცესი, ისინი ითხოვენ პასუხისმგებლობის წინაშე დააყენონ ახალგაზრდა პირები, მათ შორის ის ვისთვისაც მოიტაცეს გოგო და ისინი ვინც შეუერთდა პროცესს.
ჯავახეთის საზოგადოება აღნიშნულ პროცესს სხვა თვალით უყურებს. არავის სურს, რომ მისი ქალიშვილი, და ან ახლობელი გოგონა მოიტაცონ. გამტაცებლის ახლობლებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ოჯახის შექმნის ტრადიციაა. გოგონას მოტაცების ფაქტს არ აღიქვამენ, როგორც დანაშაულს, დაძალებას. არ სთვლიან, რომ გოგონას აქვს უფლება იყოს თავისუფალი და აქვს უფლება თავად აირჩიოს, თუ ვის გაყვეს ცოლად.