ტექნიკის ერთ-ერთმა მაღაზიამ მიტროპოლიტ ნიკოლოზს დაპირებული iPhone 12 აჩუქა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია Pirveli TV -ს ეთერში ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსმა, ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) უკმაყოფილება გამოხატა, რომ ბევრი მას ბოლო მოდელის ტელეფონის გამო აკრიტიკებს, როდესაც ეს სულაც არ არის ასე. იმ მომენტისთვის მიტროპოლიტ ნიკოლოზს ხელში iPhone 11 Pro ეჭირა, ხოლო 12 გაყიდვაში ჯერ არ იყო.
ამ საკითხის აქტიური განხილვების ტალღაზე, როგორც მედიაში, ასევე ინტერნეტში, ტექნიკის მაღაზია ღვთისმსახურს ბოლო მოდელის ტელეფონის ჩუქებას დაჰპირდა, როგორც კი გაყიდვაში გამოვიდოდა.
როგორც გაირკვა “აიფონის” დახმარებით ეპისკოპოსი დოკუმენტურ კადრებს იღებს. iPhone 11 -ით მან გადაიღო 2-საათიანი ფილმი და ტელეფონშივე დაამონტაჟა.
მეუფე ნიკოლოზის დოკუმენტური ფილმის “მოგზაურობა წარსულისაკენ” პრემიერა, 2020 წლის 10 თებერვალს, თბილისში, კ\თ “ამირანში” ფართო ეკრანზე შედგა. ფილმი წმ. იაკობ ნიზიბინელის შესახებ არის.