სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 132 346-მდე გაიზარდა.
ამრიგად, დღეში დაფიქსირდა ინფექციის 1 476 ახალი შემთხვევა.
2090 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის გართულებებით (პლუს 22 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ, არის 527 (პლუს 8 ბოლო დღის განმავლობაში).
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 105 149 ადამიანის შეადგენს. მკურნალობას გადის 24 508 ადამიანი. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა – 502 607.