ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 55 წლის ზემოთ პირები დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში სულ 8 909 ადამიანი აიცრა.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 6 893 ადამიანი აიცრა, ხოლო 2 016 პირი „ფაიზერის“ ვაქცინით. დღეს, 18:00 საათიდან 55 წლის ზემოთ პირები ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას შეძლებენ და 5 აპრილიდან შესაძლებლობა ექნებათ, აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია კვლავ შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალზე, რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ მითითებულია ბმულზე.