მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 23 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაშია გამოქვეყნებული.

გავრცელებული ცნობით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 23 026 230 ადამიანი დაინფიცირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 280 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 6 000-მდე ადამიანი კი გარდაიცვალა.

800 000-ს გადააჭარბა მსოფლიო მასშტაბით ვირუსის შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“-სგან 14 700 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზე აშშ-ია 5 600 000-ზე მეტი შემთხვევით, მეორე ადგილზე კი ბრაზილიაა, სადაც „კოვიდ-19“ უკვე 3 500 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.