ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე მზად არის, რაიონულ სხდომაზე მისი განხილვის პროცესი მიმდინარეობს. დღეს დეპუტატებმა პროექტი უკან დააბრუნეს, რადგან ბიუჯეტში საბავშვო ბაღების ბავშვების ტრანსპორტირების საკითხი არ იყო შეტანილი.

მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 9 257 600 ლარს შეადგენს.

დღეს, 26 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ასევე მომავალი 2021 წლის ბიუჯეტი განიხილეს. ბიუჯეტის პროექტი მერიაში დააბრუნეს და გაუწიეს რეკომენდაცია მასში, სკოლამდელი ასაკის ბავშვების ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული დანახარჯები შეიტანონ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის სედა მელკუმიანის თქმით, საბავშვო ბაღები ახლა არ მუშაობენ, მაგრამ მომავალ წელს იმუშავებენ.

“ბოლოს და ბოლოს, პანდემია დასრულდება, და ბავშვები ბაღებში ივლიან, ჩვენ ბიუჯეტში მაინც უნდა გვქონდეს ამ მიზნისათვის სახსრები”,- თქვა სედა მელკუმიანმა.

ახალქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ JNEWS-ი ცალკე დეტალურ მასალას მოამზადებს.