შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით წარმოადგინა. ძალადობის მასშტაბების მიხედვით პირველ ადგილზეა დედაქალაქი თბილისია, ხოლო ძალადობის ფორმებს შორის – ფსიქოლოგიური ძალადობა.

2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ძალადობრივი ინციდენტების საერთო რაოდენობამ 206 შეადგინა.

ამგვარად:

  • სამცხე-ჯავახეთში ძალადობის შემთხვევებმა 3 შეადგინა, ყველა მათგანი ფსიქოლოგიური ხასიათის მატარებელი.
  • აჭარაში ძალადობის მსხვერპლი სულ 74 ადამიანი გახდა, საიდანაც 18 ფიზიკური ძალადობის, 26 ფსიქოლოგიური ძალადობის, ხოლო ერთი პირი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
  • გურიაში ძალადობუს მსხვერპლი სულ 2 ადამიანი გახდა, მათგან ერთი – ფიზიკური, ხოლო მეორე – ფსიქოლოგიური.
  • თბილისში ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი ყველაზე მაღალია მთელ ქვეყანაში – 199. აქედან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 20 ადამიანია, ფსიქოლოგიური ძალადობის – 103, სექსუალური ძალადობის – 7, ხოლო 3 – იძულების.
  • იმერეთში ძალადობის შემთხვევები 41-ს შეადგენს. 41 ადამიანიდან 11 პირზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, 19 – ფსიქოლოგიური ზეწოლა.
  • კახეთში სამი თვის განმავლობაში ძალადობის შემთხვევების რაოდენობამ 23 შეადგინა, საიდანაც 2 პირი ფიზიკური ძალადობის, 14 ფსიქოლოგიური ძალადობის, ხოლო 3 პირი იძულების მსხვერპლი გახდა.
  • სტატისტიკის მიხედვით, მცხეთა-მთიანეთში ძალადობის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ყველა მათგანი ფსიქოლოგიური ხასიათისაა.
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში ძალადობის 7 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 ფიზიკური და 6 ფსიქოლოგიური ხასიათის.
  • ქვემო ქართლში ძალადობის შემთხვევების რაოდენობამ 21 შეადგინა, აქედან 19 ფსიქოლოგიური, 1 ეკონომიკური და 1 უყურადღებობის.
  • შიდა ქართლში დაფიქსირებულია 3 ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.

ძალადობის 206 შემთხვევის მსხვერპლი ქალები არიან.

დაკავებულთა საერთო რაოდენობა 196 კაცია, ქალი – 11.

ძირითადად, 13 წლის და უმცროს ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირებულია ერთი მსხვერპლი, 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 10, 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 37, 25-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 119 და 30 ადამიანი 45-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ხოლო 61 წელზე უფროსი ასაკის ჯგუფში ძალადობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.