Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში ხანძრის ადგილიდან ვიდეო მიიღო. დაზარალებულები არ არიან, იწვის ავტოფარეხი და ფორდ მარკის ავტომობილი. თვითმხილველები აღშფოთებულნი არიან, რომ 2 სახანძრო მანქანა მივიდა, ერთი იყო გაფუჭებული, მეორეს წყალი გამოელია.
24 ნოემბერს 22:30 სოფელ სულდაში ერთ-ერთ ავტოფარეხში ხანძარი გაჩნდა. ასევე ფორდ მარკის ავტომანქანა დაიწვა, რომელიც ავტოფარეხთან ახლოს იდგა. ავტოფარეხში იყო ფქვილი და ქერი. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მოსახლეობამ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა, პირველი სახანძღო ავტომანქანა, თვითმხილველთა თქმით, 50 წუთის შემდეგ მივიდა. თუმცა, ხანძრის ჩაქრობა ვერ მოახერხა, რადგან წყლის ამოსაქაჩი ტუმბო იყო გაფუჭებული. მეორე მანქანა კი 30 წუთის შემდეგ მივიდა, თუმცა მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში აქრობდა, რადგან წყალი გამოელია.
სოფლის მოსახლეობა გაფუჭებული სახანძრო მანქანიდან წყალს ვედროებით ეზიდებოდა. საბოლოოდ დღეს, 25 ნოემბერს, 1:00 საათისთვის ხანძრის ჩაქრობა ერთობლივი ძალისხმევით მოახერხეს.
ადგილზე ასევე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ, რათა ხანძრის მიზეზი გაარკვიონ.