საქართველოში კორონავირუსის 3,128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge, განახლდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ 3,045 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 24 საათში 39 პაციენტი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 92 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1051 ადამიანი გარდაიცვალა
კარანტინში 2,102 ადამიანი იმყოფება, 3,739 კოვიდ- სასტუმროში, ხოლო 6,192 ადამიანი – საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3,531 ადამიანი გამოჯანმრთელდა.