საქართველოში კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდძე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ვებ-გვერდის მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონა ვირუსის 963 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 841 შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონა ვირუსით საქართელოში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3 903 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202.