შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სამცხე-ჯავახეთში 25 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება შეუძლიათ მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://hr.police.ge
წარმოგიდგენთ ვაკანსიების რაოდენობას, ადგილსა და ფუნქცია-მოვალეობებს.
სამუშაო ადგილი: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახური:
1․ მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის შემსრულებელი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სამება) – 5 პოზიცია;
სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ვალე) – 5 პოზიცია;
სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (კარწახი) – 5 პოზიცია;
სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის განყოფილება (კარწახი) – 5 პოზიცია.
სამუშაო რეჟიმი: ცვლაში მომუშავე;
თანამდებობრივი სარგო: 1 518 ლარი;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28 აგვისტო;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე, სახელმწიფო ენისა და ინგლისური ენის A2+ დონის ფლობა, სრული ზოგადი განათლება.
2․ პატრულ-ინსპექტორის პოზიცია: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველო
სამუშაო რეჟიმი: ცვლაში მომუშავე;
თანამდებობრივი სარგო: 1660 ლარი;
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ახალციხე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N1
ვაკანსიის რაოდენობა: 4 ვაკანსია;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28 აგვისტო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე, სახელმწიფო ენის ფლობა, სრული ზოგადი განათლება, B კატეგორია (მექანიკური) მართვის მოწმობის ფლობა.
3․ პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი)
სამუშაო ადგილი: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სამება)
სამუშაო რეჟიმი: ცვლაში მომუშავე;
თანამდებობრივი სარგო: 1 660 ლარი;
სამსახურის ადგილმდებარეობა: ნინოწმინდის რაიონი სოფელი ჟდანოვაკანი;
ვაკანსიის რაოდენობა: 1 ვაკანსია;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28 აგვისტო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე, სახელმწიფო ენისა და ინგლისური ენის A2+ დონის ფლობა, სრული ზოგადი განათლება.