ნინოწმინდის სკოლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის 

ნინოწმინდის სკოლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის 

იმის გამო, რომ ქალაქ ნინოწმინდის ზოგიერთი სკოლის, რამდენიმე მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა, 18 ოქტომბრიდან ამ სკოლებში სწავლა ერთი კვირით ოლაინრეჟიმში წარმართება, – ამის შესახებ რადიო НОР – ი იტყობინება.

სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავიდა ქალაქ ნინოწმინდის №1, №2 და №3 სკოლები.

COVID-19 პედაგოგებს მას შემდეგ აღმოაჩნდათ, რაც ტესტირება ჩაუტარდათ.

ამჟამად მასწავლებლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ ტესტირებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა ეტაპობრივად  გაივლის.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე