ვალეს საბაჟო – გამშვებ პუნქტზე სატვირთოების რიგი შეინიშნება. 400-მდე ავტომანქანა ამ დრომდე მომსახურების მოლოდინშია. თურქეთში გადამსვლელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ვალეს საბაჟოზე რიგი მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც სატვირთო მანქანებმა საქართველოში შემოსვლა კარწახის ნაცვლად, ვალეს საბაჟოდან გადაწყვიტეს. როგორც tv9news-ს თურქეთის მოქალაქემ განუცხადა, მიზეზი “კარწახის” გამშვებ პუნქტზე, ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების მიერ თურქეთის მოქალაქის სატვირთოს დაზიანება გახდა.
ჯავახეთის მოსახლეობამ საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გახსნა (Video)
ჯავახეთის მოსახლეობამ საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალი გადაკეტა
მძღოლების თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, რატომ ვერ ასწრებს სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროულ მომსახურებას. შემოსავლების სამსახურში მიზეზის გარკვევას „მეცხრე არხს“ დაპირდნენ, თუმცა მოგვიანებით სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობდნენ.