ყარაბაღში კიდევ 40 სომეხი სამხედროს გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან

ყარაბაღში კიდევ 40 სომეხი სამხედროს გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან

მთიანი ყარაბაღის მთავრობამ დღეს, სომეხი სამხედრო პირების მეორე სია გამოაქვეყნა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ.

მასში, პირველი სიის მსგავსად, 40 სამხედრო პირის სახელია მოცემული.

დღემდე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საომარი ქმედებების შედეგად, რომლებიც უკვე 11 დღეა გრძელდება, სომხურ მხარეზე საერთო ჯამში 320 სამხედრო პირი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი არ აქვეყნებს სამხედრო დანაკარგს და მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობას შორის არსებული დანაკარგის შესახებ იტყობინება.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე