ჯავახეთის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს, დიდი სამამულო ომის ვეტერანს, სამსონ ვარდანის ძე ოგანისიანს, დღეს 106 წელი შეუსრულდა.
ჩვეულებრისამებრ, სამსონ ოგანისიანის დაბადების დღეზე საზეიმო სუფრაა გაშლილი, თუმცა წელს ის სუფრის თავში არ ზის. უკვე ორი თვეა რაც 106 წლის ბაბუა საწოლიდან არ დგება- წლები მაინც თავისას შვება. მიუხედდავად ყველაფრისა, ის სტუმრებთან, მისი ცხოვრების განმავლობაში მიღებული ჯილდოებით მორთულ, სადღესასწაულო კოსტიუმში გამოწყობილი გამოვიდა.
ისევე, როგორც ყოველ წელს დიდი სამამულო ომის ვეტერანის სახლში სტუმრებს ელიან. წელს, როგორც ყოველთვის, მასთან სტუმარი მივიდა- ეს არის სამცხე-ჯავახეთის ვეტერანთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელი დავით ფეიქრიშვილი. ის ხელცარიელი არ მოსულა- დაბადების დღეზე სამსონ ოგანისიანმა საჩუქრად ხატი და ღვინის ნაირსახეობა მიიღო. დავით ფეიქრიშვილს ახალქალაქის სოციალური განყოფილების უფროსი, კლიმენტ ჩთჩიანი ახლდა თან, რომელმაც აცნობა, რომ ახალქალაქის მერიამ ყველაზე მოხუცებულ ვეტერანს 500 ლარი აჩუქა.
სტუმრები მაგიდასთან დასხდნენ, მოულოცეს, ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს იმ ადამიანს, რომელმაც გადაიტანა დიდი სამამულო ომი, საბჭოთა კავშირის დროს ახალქალაქის ხელმძღვანელობაში მაღალი თანამდებობები ეკავა. ასევე მეუღლის გარდაცვალება გადაიტანა, რომელთან ერთადაც 70 წელი გაატარა, და ვაჟის სიკვდილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა. ვეტერანი 106-ე დაბადების დღეზე სტუმრებს კონიაკით სავსე ჭიქით უხდის სამადლობელს. როგორც თვითონ ამბობს, მან საინტერესო და გრძელი ცხოვრების 107-ე წელიწადში შეაბიჯა.
«მე 106 წლის ვარ, ბუნებამ კიდევ ერთხელ მომილოცა»