„მაგთი“ აბონენტებს სატელეფონო თაღლითობის ფაქტების შესახებ აფრთხილებს

„მაგთი“ აბონენტებს სატელეფონო თაღლითობის ფაქტების შესახებ აფრთხილებს

კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტებს სატელეფონო თაღლითობის ფაქტების გახშირების შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის განცხადების თანახმად, გუშინ დილიდან მრავალი აბონენტის შემოსული ზარი ეთიოპიიდან ფიქსირდება, ქვეყნის კოდით – 002519. თუ აბონენტი საპასუხოდ გადარეკავს, მისი ანგარიშიდან თანხის ჩამოჭტა ხდება.

რამდენიმე ნომერი, საიდანაც თაღლითები აბონენტებს უკავშირდებოდნენ, უკვე დაბლოკილია. მაგთი აბონენტებს სიფხიზლისაკენ მოუწოდებს.

“თუ უცნობი საერთაშორისო ნომრებიდან მიიღებთ ზარს, გთხოვთ თავი შეიკავოთ და არ უპასუხოთ, რათა არ დაზარალდეთ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე