საქართველოში კორონავირუსისგან მე-19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან მე-19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის შედეგად კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ვებსაიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსმა 19 ადამიანი იმსხვერპლა.

იმავდროულად, საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა, ხოლო COVID-19– ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 1,429.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე