ენერგოკომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დღეს, 12 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება 11:30 საათიდან 16:30 საათამდე, გეგმური სამუშაოების ჩატარების მიზნით, რაც შემდეგ სოფლებს შეეხება: ტურცხი, ბურნაშეთი, ღადოლარი, ლომატურცხი და ახლო მდებარე სოფლები.
ასევე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება: სათხე, არაგიალი და მიმდებარე სოფლებში.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება განახლდება.