შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში, მთელ ქვეყანაში დარღვევების გამო სულ 11-მა მძღოლმა დახარჯა 100 ქულა. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში სამცხე-ჯავახეთის მძღოლები არ შედიან.

საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის ორი მძღოლით ლიდერობს თბილისი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ მოყვება აჭარა, გურია და ქვემო ქართლი, ამ რაიონებში 100 ქულის მქონე თითო მძღოლია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2018 წლის 1 ნოემბრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში ვიდეო-ჯარიმების გამოყენების ახალი ნორმა შევიდა ძალაში. “ჭკვიანი კამერები” აჯარიმებენ მძღოლებს, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ, მათ შორის შუქნიშნის წითელ ფერზე გამვლელებს, ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიმაღლის გადაჭარბებისა და სხვა დარღვევებისათვის.